X
"ავიცრათ ერთმანეთისთვის" - კამპანიის ფარგლებში, ინფლუენსერებისა და ცნობადი სახეების მეორე სამუშაო შეხვედრა რესტორან "რობეროში" გაიმართა
14:45 / 27-11-2021
ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას - "ავიცრათ ერთმანეთისთვის" ინფლუენსერები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, ასევე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მეორე სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც იდეები გაცვალეს და კამპანიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. კამპანიის მონაწილეებს რესტორანმა "რობერომ" უმასპინძლა.
ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების ხელშეწყობა, მისი აუცილებლობისკენ მოწოდება და იმუნიზაციის პროცესის შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება - ეს არის ჯგუფის წევრების მთავარი მიზნები.
იდეის ავტორი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი, კომპანია "ინფლუენცერ.გე" - ის დამფუძნებელი ნინა პერტენავა აცხადებს, რომ კამპანიას უკვე მრავალი ადამიანი დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა და მომდევნო აქტივობებიც გაცილებით უფრო აქტიური იქნება.
"თითქმის ორი კვირა სრულდება, რაც ჩვენი კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. უამრავი ადამიანი შემოგვიერთდა ენთუზიაზმით და აბსოლუტურად უსასყიდლოდ გვეხმარებიან. ძალიან მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა გაიზიარა ეს პასუხისმგებლობა და ცდილობს, ხალხს მიაწვდინოს თავიანთი პირადი ისტორიები და მოსაზრებები.
შემოგვიერთდნენ ახალი ადამიანები. ძალიან საინტერესო აქტივობები დაიგეგმა და შემდეგი ნაბიჯები გაცილებით უფრო აქტიური იქნება. თითოეული ადამიანის სიცოცხლე, რომელიც გადარჩება ამ კამპანიის შედეგად, ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა",- აღნიშნა ნინა პერტენავამ.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს