loader

"ნათელი ფერები ბავშვებს" - "ბილაინის" ახალი ოფისი რუსთავში აქციით გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნათელი ფერები ბავშვებს" - "ბილაინის" ახალი ოფისი რუსთავში აქციით გაიხსნა

რუსთავში "ბილაინის" აბონენტთა მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა. საქართველოში ყველაზე დინამიკურად მზარდი მობილური ოპერატორისთვის, საქართველოს მასშტაბით, ეს რიგით 22-ე ფილიალია. რუსთაველ მომხმარებელს უკვე აქვს საშუალება, მიიღოს ყველა ის სერვისი, რასაც "ბილაინი"  თავის აბონენტებს სთავაზობს.

"ნათელი ფერები ბავშვებს" - "ბილაინის" ახალი ოფისი სოციალური პასუხისმგებლობის აქციით გაიხსნა. აქციის მონაწილე გახდება ყველა ის პირი, ვინც 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, მობილურ ტელეფონს ან სასტარტო პაკეტს "ბილაინის" რუსთავის ახალ ოფისში შეიძენს. შესაბამისად, კომპანიის ეს მომხმარებლები რუსთავში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს დაეხმარებიან.

"ბილაინი" ქსელის გაფართოებას და საქართველოს მასშტაბით აბონენტთა მომსახურების ოფისების გახსნას სამომავლოდაც გეგმავს.