loader

როგორი იქნება განახლებული ფუნიკულიორის კომპლექსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება განახლებული ფუნიკულიორის კომპლექსი

მთაწმინდის ყოფილი რესტორანი "ფუნიკულიორი" უკვე აღდგენილია. 7 ათას კვ.მეტრ  ფართობზე განთავსებული ფუნიკულიორის ზედა სადგურის ნაგებობა 1936-38 წლებში აშენდა და ის თბილისის არქიტექტურულ ძეგლადაა მიჩნეული.

კომპანია "GMT ჯგუფის" ახალი პროექტი რამდენიმე რესტორანს მოიცავს: პირველი სართულის მარცხენა მხარეს კაფე-საკონდიტრო "პურ-გულიანს", რომელიც მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმს და ცოცხალ სალათებს შესთავაზებს; შენობის მარჯვენა მხარეს რესტორანი "ჩელა" დაიკავებს, რომელიც ქართულ და ხორცით დამზადებულ კერძებზე იქნება ორიენტირებული; შენობის მეორე სართულზე განთავსებულია ლაუნჯი და ბარი, რომლის ღირსშესანიშნაობა კოკა იგნატოვის ცნობილი პანო და დიზაინერ ბარლას ბაილარის მიერ დამზადებული ჯაჭვის ჭაღია; ამავე სართულს იკავებს რესტორანი "ფუნიკულიორი"; შენობის მესამე სართული წვეულებათა დარბაზს მოიცავს, რომელიც აუდიოგახმოვანებით და საკონცერტო სისტემით არის აღჭურვილი.

ფუნიკულიორის კომპლექსი 29 ივნისს ამოქმედდება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე