loader

Samsung-ის პირველი ოფიციალური მაღაზია და "სმარტ-სკოლა" თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Samsung-ის პირველი ოფიციალური მაღაზია და "სმარტ-სკოლა" თბილისში

საუკეთესო ფუნქციები, მაღალი ხარისხი. ახალი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს პრემიუმ კლასის მაღაზია და მომსახურება, აქცენტი ხარისხზე და არა რაოდენობაზე - ეს ყველაფერი Samsung-ის პირველ ოფიციალურ მაღაზიაში დაგხვდებათ, რომელიც დღეს, ჭავჭავაძის 48 ნომერში გაიხსნა.

მსოფლიო ტექნიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიის Samsung-ის ოფიციალური მაღაზიის გახსნას, საქართველოში საგანგებო ვიზიტით მყოფი, კომპანიის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი დაესწრო.

მაღაზიის გახსნის შემდეგ კომპანიის პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლა, სადაც მან კომპანია სამსუნგის ინვესტიციით გაკეთებული "სმარტ-სკოლა" გახსნა. სასწავლო აუდიტორია აღჭურვილია "სამსუნგის" მაღალი ტექნოლოგიის თაჩ სქრინით და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით.

Samsung 1938 წელს დაარსდა და დღეს ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.