loader

"ნიუ ლუქის" ახალი მაღაზია თბილისში - ბრიტანული სტილი მიმზიდველი ფასებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიუ ლუქის" ახალი მაღაზია თბილისში - ბრიტანული სტილი მიმზიდველი ფასებით

ბრიტანული სტილი, უახლესი ტენდენციები და მიმზიდველი ფასები - "ნიუ ლუქისთვის" დამახასიათებელი მთავარი ნიშნებით ბრენდის ახალი მაღაზია მომხმარებელს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 116 ნომერში ელოდება. საქართველოში ბრიტანულ ბრენდს Retail Group Georgia წარმოადგენს.

მაღაზია ოთხსართულიანია - ერთი სართული ფეხსაცმელს, ორი ტანსაცმელს, ერთი კი თეთრეულსა და აქსესუარებს ეთმობა. გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზიამ მომხმარებელს 20-პროცენტიანი ფასდაკლება შესთავაზა. პირველი სტუმრებისთვის ასევე გათვალისწინებული იყო საჩუქრები, ტკბილეული და უფასო მანიკიური. ვიპ-საღამო ჩვენებამ დაასრულა, რომელზეც "ნიუ ლუქის" ახალი კოლექცია იყო წარმოდგენილი.

"ნიუ ლუქის" ეს მაღაზია რეგიონში ყველაზე დიდია. ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში 2012 წლის აპრილში, "თბილისი მოლში" გაიხსნა და ქართველი მოდის მიმდევრებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად იქცა. "ნიუ ლუქი" ძირითადად ახალგაზრდა სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა მრავალფეროვანი კოლექცია ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შესთავაზებს საინტერესო დეტალს გარდერობის გასაახლებლად.