loader

"სერვის პლაზა" - "სამსუნგის" უმაღლესი სტანდარტების ცენტრი თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სერვის პლაზა" - "სამსუნგის" უმაღლესი სტანდარტების ცენტრი თბილისში

"სერვის პლაზა" - ეს "სამსუნგის" პირველი, უმაღლესი სტანდარტების მქონე ცენტრია, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნა. "სერვის პლაზაში" მისულ მომხმარებელს მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება და სრული კომფორტი დახვდება. ცენტრი ასევე გამოირჩევა გამარტივებული პროცედურებით. "სერვის პლაზას" მომსახურებაში გათვალისწინებულია ნებისმიერი პროდუქციის რემონტი და სირთულის მიუხედავად.

"სერვის პლაზაში" მომხმარებელი ნებისმიერი სახის რჩევას და რეკომენდაციას მიიღებს. ცენტრი მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს - საქართველოში პირველად პროდუქციის შეკეთება, სურვილისამებრ, მომხმარებლის თვალწინ მოხდება. სასურველ ტექნიკას სწრაფად, 24 საათის განმავლობაში შეაკეთებენ.

"სერვის პლაზაში" დასაქმებული არიან ინჟინრები, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს და "სამსუნგის" მსოფლიო დონის სპეციალისტების კვალიფიკაცია მიიღეს. "სერვის პლაზა" დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და ის ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურება მომხმარებელს.