loader

უძრავი ქონების სფეროში წამყვანი ბრენდი Wazzup-ი ქართულ ბაზარზე შემოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უძრავი ქონების სფეროში წამყვანი ბრენდი Wazzup-ი ქართულ ბაზარზე შემოდის

ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების სფეროში წამყვანი ჰოლანდიური ბრენდი wazzup-ი შემოდის. თანამედროვე ტექნოლოგიის, განვითარებული პროგრამირების და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტის მხარდაჭერით, Wazzup Georgia-ს მიზანია, დასავლური სტანდარტები დანერგოს ქართულ ბაზარზე. ეს არის სისტემა, რომელშიც ყველა ბროკერი გაერთიანდება; შეიქმნება ბაზა, სადაც პროფესიონალ ბროკერებს შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდება.

Wazzup-ის რევოლუციური სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სხვა ბროკერული ვებ-გვერდებისგან განსხვავებით, ზუსტია. კომპანიის დამფუძნებლების განმარტებით, Wazzup-ის მეშვეობით აღმოიფხვრება არასწორი კონტრაქტები და გარიგებები, მომხმარებელი კი დაცული იქნება თაღლითობისგან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იქმნება სპეციალური ვებ-გვერდი Realtors.ge, სადაც ქვეყნის მასშტაბით გასაყიდი უძრავი ქონება აიტვირთება.

Wazzup-ი ჰოლანდიური წარმოშობის წამყვანი ევროპული კომპანიაა უძრავი ქონების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. 2013 წელს Wazzup-ი, ევროპის მასშტაბით, მესამე ყველაზე პერსპექტიულ კომპანიად დასახელდა. Wazzup Georgia-ს პრეზენტაციას "თბილისი ივენთ ჰოლში" დიპლომატიური კორპუსის, საბანკო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.