loader

როდის დაინერგება საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის დაინერგება საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტი

მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვის გზებზე სასტუმრო "რედისონში" ექსპერტებმა იმსჯელეს. 4G ინტერნეტი მაღალი სისწრაფის მქონე ინტერნეტია, რომელიც თითქმის 20-ჯერ აღემატება საქართველოს ბაზარზე არსებულ მესამე თაობის ინტერნეტ სიჩქარეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვას საქართველოში სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს. კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის თიკო ტყეშელაშვილის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მიმდინარეობს მუშაობა.

კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ კომპანია მზად არის მეოთხე ტაობის ინტერნეტის დანერგვისათვის ინვესტიციები განახორციელოს.