loader

მედიატური საყდრისში: RMG Gold-მა ჟურნალისტებს მაღაროები დაათვალიერებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედიატური საყდრისში: RMG Gold-მა ჟურნალისტებს მაღაროები დაათვალიერებინა

RMG Gold-ი საზოგადოებას საყდრისი-ყაჩაღიანის კარს უღებს. კომპანიას ახალი საინფორმაციო სტრატეგია აქვს, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან გახსნილ კომუნიკაციასა და დიალოგის წარმოებას გულისხმობს. სწორედ ამ საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში კაზრეთში მედიატური მოეწყო.

მაღაროებში გიდობა გეოლოგებმა იკისრეს. ჟურნალისტებს მათ ის გვირაბები აჩვენეს, რომლებიც 80-იან წლებში გაიყვანეს, ასევე ნაპრალები, საიდანაც არქეოლოგების ერთი ნაწილის მტკიცებით, ჩვენი წინაპრები ოქროს მოიპოვებდნენ. ამ დროისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს სადავო ტერიტორიაზე, რომელიც ე.წ. საყდრისის მცველების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ავტორები: ნინო ჩიჩუა; გიორგი შეყილაძე