loader

სპორტი ჯანსაღ გარემოში - "ლოპოტას თასი 2014" მოყვარულ ჩოგბურთელებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპორტი ჯანსაღ გარემოში - "ლოპოტას თასი 2014" მოყვარულ ჩოგბურთელებს შორის

ჯადოსნური ბუნება, სპორტის მოყვარული ადამიანები და ჯანსაღი გარემო - "ლოპოტა რეზორტმა" ჩოგბურთის ტურნირს წელს პირველად უმასპინძლა. "ლოპოტას თასი 2014" - ამ სახელწოდების ტურნირი კახეთში 18 ოქტომბერს გაიხსნა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები იღებდნენ.

"ლოპოტას თასი 2014"-ის ტურნირი საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის და სასტუმრო-კომპლექს "ლოპოტა რეზორტის" ორგანიზებით კახეთში 26 ოქტომბერს დაიხურა. ჩოგბურთის ტურნირი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მომავალ წელს უფრო მასშტაბური იქნება.