loader

მძღოლებს გამონაბოლქვის გამო აჯარიმებენ? - თბილისში უცნაურ უნიფორმაში ჩაცმული "ეკოპოლისია" გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლებს გამონაბოლქვის გამო აჯარიმებენ? - თბილისში უცნაურ უნიფორმაში ჩაცმული "ეკოპოლისია" გამოჩნდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეა თბილისში უცნაურ უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები გამოჩნდნენ, რომლებიც ავტომობილების მძღოლებს მავნე გამონაბოლქვისთვის გამაფრთხილებელ ქვითარს უტოვებენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი სპეციალური საინიციატივო ჯგუფის, "ეკოპოლისიის" თანამშრომლები არიან. აღნიშნული სამსახური მიზნად ისახავს ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონის რეგულირებას, რაც მძღოლებისთვის ჯარიმების გამოწერას გულისხმობს. ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა ჯარიმის ოდენობა ფიქსირებული ან რის მიხედვით ხდება მისი გამოწერა მძღოლებისთვის.

(R)