loader

ახალი სიტყვა ონკოლოგიაში - კიბოს წამლის შეძენა საქართველოში უკვე შესაძლებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი სიტყვა ონკოლოგიაში - კიბოს წამლის შეძენა საქართველოში უკვე შესაძლებელია

კიბოს სამკურნალო წამლის შეძენა საქართველოში უკვე შესაძლებელია. ლატვიაში სიმსივნის მკურნალობის ეფექტურ საშუალებად მიჩნეული "რიგვირი" საქართველოში დარეგისტრირდა. ეს არის პირველი წამალი, რომელიც ონკოლოგიის სრულიად ახალ მიმართულებას - ვიროთერაპიას წარმოადგენს. პრეპარატი ამჯერად მსოფლიოს 40 ქვეყანაში გამოიყენება. თანამედროვე ონკოლოგიური მიღწევა საქართველოში კომპანია "ავერსმა " შემოიტანა.

ვიროთერაპიაში პირველი კვლევები 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც ლატვიელი მეცნიერები ვირუსების მიერ კიბოს უჯრედების განადგურების შესაძლებლობებს იკვლევდნენ. პრეპარატ "რიგვირის" კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოობა რამდენიმე ათასი პაციენტის მკურნალობის შედეგად დადასტურდა.

პრეპარატი "რიგვირი" ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" სააფთიაქო ქსელში, დავით აღმაშენებლის 148-ში მდებარე აფთიაქში იყიდება.

ავტორები: ნათია რუხაძე; გიორგი შეყილაძე