loader

სტიქიისგან დაზღვევა საჩუქრად! - "ჯიპიაი ჰოლდინგის" ახალი შეთავაზება ავტომფლობელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქიისგან დაზღვევა საჩუქრად! - "ჯიპიაი ჰოლდინგის" ახალი შეთავაზება ავტომფლობელებს

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე იღებს. კომპანიის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს შესაძლებლობა ექნება, სტიქიისგან დაზღვევის პროგრამაში დარეგისტრირდეს და პოლისი სრულიად უფასოდ მიიღოს. ამისთვის კი პირადობის მოწმობითა და მანქანის ტექნიკური პასპორტით "ჯიპიაი ჰოლდინგის" ნებისმიერ ფილიალში მისვლაა საჭირო.

უფასო დაზღვევის მისაღებად დარეგისტრირება 2015 წლის 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი. სადაზღვევო ღირებულება ავტომობილის საბაზრო ღირებულებით განისაზღვრება. პროგრამა საქართველოს მასშტაბით კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე ვრცელდება. პოლისი გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ავტორები: ნათია რუხაძე, გიორგი ღუდუშაური