loader

ინოვაცია "ავერსის" კლინიკაში - ექოსკოპიის აპარატი, რომელიც რამდენიმე თაობით უსწრებს კონკურენტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინოვაცია "ავერსის" კლინიკაში - ექოსკოპიის აპარატი, რომელიც რამდენიმე თაობით უსწრებს კონკურენტებს

"ავერსის" კლინიკაში უახლესი თაობის "ჯენერალ-ელექტრიკის" ექოსკოპიის აპარატების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე კომპანიის ხელმძღვანელებმა ახალი ექოსკოპიის აპარატის ხარისხსა და მის უპირატესობებზე ისაუბრეს. "voluson E10" აპარატი მსოფლიოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე წამყვან კლინიკას აქვს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი "ავერსის კლინიკა" პირველია.

"ავერსის" კლინიკამ პირველ ეტაპზე ექოსკოპიის 6 უახლესი აპარატი შეიძინა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ექოსკოპიის ძვირად ღირებული აპარატებით მომსახურება ფასების გაზრდას არ გამოიწვევს. ინოვაციური აპარატებით გამოკვლევის ჩატარებას "ავერსის კლინიკების" პაციენტები უკვე შეძლებენ. უახლოეს მომავალში კი "ავერსი" "ჯენერალ ელექტრიკის" ექოსკოპიის აპარატების რიცხვის გაზრდას გეგმავს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი