loader

ტექნიკა ცხოვრების გასამარტივებლად - LG-ის "ჭკვიანი" სარეცხი მანქანები და უსადენო მტვერსასრუტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტექნიკა ცხოვრების გასამარტივებლად - LG-ის "ჭკვიანი" სარეცხი მანქანები და უსადენო მტვერსასრუტები

ქართველ მომხმარებელს LG-ის ჭკვიანი ტექნოლოგიების ახალი წარმომადგენლები გააცნეს - უახლესი თაობის მრავალფუნქციური სარეცხი მანქანები და სენსორული, უსადენო მტვერსასრუტები. ინოვაციური ტექნიკის პრეზენტაცია "თბილისი ცენტრალში", "მეტრო მარტის" მაღაზიაში შედგა.

LG-ის ახალი პროდუქტი იმისთვისაა, რომ მომხმარებელმა ცხოვრება უფრო გაიმარტივოს - პროდუქცია ორიენტირებულია კომფორტზე და ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე. სარეცხი მანქანები აღჭურვილია თანამედროვე სმარტფუნქციებით და ძრავით, რომელიც რეცხვის ხარისხს წყლის ეკონომიის ხარჯზე უზრუნველყოფს. უსადენო მტვერსასრუტს კი მტვრის დაპრესვის სისტემა აქვს და ბატარეებზე თითქმის ორი საათის განმავლობაში მუშაობს.