loader

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვებისა და განთავსების 18 ობიექტს რეკომენდაციას უწევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვებისა და განთავსების 18 ობიექტს რეკომენდაციას უწევს

კვებისა და განთავსების ობიექტები აჭარაში, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი რეკომენდაციას უწევს


"რეკომენდებულია ტურიზმის დეპრტამენტის მიერ" , - ამ ხარისხის ნიშანი ბათუმში 18 ობიექტს მიენიჭა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხარისხის ნიშანი კაფეებს, რესტორნებსა და სასტუმროებს უსაფრთხოების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის გამო გადასცა. ინოვაციურ პროექტში პირველ ეტაპზე 33 ობიექტი იყო ჩართული, პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის გამოუჯობესებას ემსახურება.

პროექტი "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საიტზე Recommend.ge ონლაინ რეჟიმში უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მიიტანოთ დეპარტამენტში.

ავტორები: ნინო ხოზრებანიძე, ეკა მელიქიძე
R