loader

365 კილომეტრი ზაფხულამდე - აჭარაში სტუმრობისთვის ქვეყნის მასშტაბით კრეატიული მარკეტინგული კამპანია დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

365 კილომეტრი ზაფხულამდე - აჭარაში სტუმრობისთვის ქვეყნის მასშტაბით კრეატიული მარკეტინგული კამპანია დაიწყო

შიდა ტურიზმისა და აჭარაში მოგზაურობის სტიმულირებისათვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოს მასშტაბით კრეატიული მარკეტინგული კამპანია დაიწყო. რეკლამის ფარგლებში თბილისში, ავტობუსის 11 ცენტრალური მოსაცდელი ზღვისა და მასთან ასოცირებული გამოსახულებებით შეიფუთა. მოსაცდელთან დამონტაჟებული ინტერაქტიული სასწორი კი, მსურველებს წონის გაგების ნაცვლად კრეატიული ფრაზებით აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. დედაქალაქსა და თბილისი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე კი, ზღვასთან ასოცირებული გრაფიკული გამოსახულებებით დაბრენდილი ბილბორდები განთვსდა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანსა და თამარაშვილი-უნივერსიტეტის გადაკვეთის ქუჩებში დიდ მონიტორებზე აჭარის სარეკლამო ვიდეო კლიპები ტრიალებს. ივნისის ბოლოდან, აღნიშნულ მონიტორებზე აჭარის ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი ახალი საიმიჯო ვიდეორგოლები გამოჩნდება.