loader

იციან თუ არა საქართველოში, როდის არის "მამის დღე" და რას მიიჩნევენ მამისთვის საუკეთესო საჩუქრად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იციან თუ არა საქართველოში, როდის არის "მამის დღე" და რას მიიჩნევენ მამისთვის საუკეთესო საჩუქრად

იცოდით თუ არა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება „მამების დღე“?
იმის დასადგენად, თუ რამდენად ცნობილია მამების დღე დედების დღესთან მიმართებაში, "ჰოთსეილმა" კვლევა ჩაატარა. გამოკითხულთა 99-მა პროცენტმა იცის, როდის არის დედის დღე. 97 პროცენტს კი მიუღია ან უჩუქებია საჩუქარი დედის დღესთან დაკავშირებით. რადიკალურად განსხვავებულია სიტუაცია მამის დღესთან დაკავშირებით. 78-მა პროცენტმა არ იცის, თუ როდის არის მამის დღე. 84 პროცენტს კი არასდროს მიუღია ან უჩუქებია საჩუქარი მამის დღესთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ ”ჰოთსეილმა” დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად მამის დღის პოპულარიზაციას ისახავს. #მამებზეცზრუნავენ - სწორედ ასე ჟღერს კამპანიის სლოგანი და ის ყველას მოუწოდებს, მამებსაც ვუთხრათ, როგორ გვიყვარს, როგორი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში, გავუკეთოთ სიურპრიზები, მცირედი საჩუქარი, რაც მათ გულს გაახარებს და უბრალოდ, ვიზრუნოთ მამებზე.

ავტორი: ეკა მელიქიძე