loader

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნის ღონისძიება ალი და ნინოს სკულპტურასთან, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე გასართობი მუსიკალური შოუთი დაიწყო. დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული მუსიკის ფონზე სასიამოვნო დრო გაეტარებინათ და საზაფხულო აქტივობებში ჩართულიყვნენ. ღონისძიება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, რადგან აჭარაში ტურისტული სეზონი არაოფიციალურად აპრილიდან გახსნილია და რეგიონი მზადაა ტურისტების მისაღებად.
აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს მრავალი სიახლით შეხვდა, როგორც საპლაჟო ინფრასტრუქტურის, ახალი სასტუმროებისა და საჰაერო ფრენების, ასევე მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების მიმართულებით.
წელს ბულვარში ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი ადაპტირებული ბილიკებით. იქვე განთავსდება ბანერებიც, რომლებზეც თითოეული მომსახურების ფიქსირებული ფასი იქნება განთავსებული. შეზლონგისა და ქოლგის ფასი 4 ლარით განისაზღვრება. სეზონს ახალი აღჭურვილობითა და სრული მზადყოფნით ხვდება სამაშველო სამსახურებიც.
განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.