loader

ბათუმის ახალი ვიდეორგოლი უკვე "ევრონიუსზე" ტრიალებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ახალი ვიდეორგოლი უკვე "ევრონიუსზე" ტრიალებს


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი „მე ვარ ბათუმი“ გადაიღო. ამჯერად, კლიპი მხოლოდ ბათუმსა და ბათუმელებზეა, სადაც სრულადაა ასახული ქალაქისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშან-თვისებები. ვიდეორგოლი აჭარის სხვა ახალ საიმიჯო კლიპებთან ერთად უკვე "ევრონიუსის" ეთერში ტრიალებს. სამი თვის განმავლობაში რეგიონის 16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები ნახავენ და შეიგრძნობენ, თუ როგორია საქართველო, აჭარა და ბათუმი თავისი საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით.

„ვიდეორგოლი კარგად ასახავს ბათუმის ყოველდღიურობას და მის, როგორც ქალაქის ტრადიციულ თვისებებს. ყოველწლიურად, ბათუმს ტურისტები ათეულობით ქვეყნიდან სტუმრობენ და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც მათ ბათუმში იზიდავთ, არის ქალაქის ის თვისებები, რომლებიც საშუალებას აძლევთ, თავი სტუმართმოყვარე გარემოში უსაფრთხოდ, დაცულად და თავისუფლად იგრძნონ. ჩვენ აღნიშნულ ვიდეორგოლში შევეცადეთ გვეჩვენებინა ბათუმი ზუსტად ისეთი, როგორიც ისაა სინამდვილეში: რომანტიკული, ენერგიული, კონტრასტული, უსაფრთხო, თანამედროვე და ტოლერანტული. ყველაფერი ეს უკვე დიდი ხანია ბათუმის ტრადიციად ქცეული ყოველდღიურობაა. სარეკლამო კომპანია Look production-ის გუნდმა, ვფიქრობ, 60 წამში ზედმიწევნით ზუსტად მოახერხა გადმოეცა ბათუმი ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, რის გამოც ასე ძალიან უყვართ და მოსწონთ იგი“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ახალ კლიპზე საუბრისას.

ბათუმის ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს ჯამში, რეგიონის 4 საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო.

ვიდეორგოლი იხილეთ შემდეგ ლინკზე