loader

euronews-ი გადაცემა "CULT"-ში ბათუმის ჯაზ-ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

euronews-ი გადაცემა "CULT"-ში ბათუმის ჯაზ-ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

euronews-ი გადაცემა "CULT"-ში ბათუმის ჯაზ-ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. euronews-ის ეთერში ჯაზ-ფესტივალის შესახებ გასული მასალა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და euronews-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ნაწილია.

აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, euronews-ი ასევე მოამზადებს მეორე გადაცემას - "METROPOLITANS", რომელშიც იქნება რეპორტაჟი ბათუმზე და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე.

"ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისთვის და ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, უმნიშვნელვანესია ისეთი პოპულარული სატელევიზიო პლატფორმების გამოყენება, როგორიც euronews-ია. ეს კონკრეტული კონტრაქტი სექტემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. იგი მოიცავს, როგორც სარეკლამო რგოლების გაშვებას, ასევე რეგიონის შესახებ რეპორტაჟების მომზადებას", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 ივლისიდან სარეკლამო კამპანიას აწარმოებს euronews-ის ეთერში. აჭარის შესახებ ვიდეორგოლები ასევე ტრიალებს BBC-ის ეთერშიც.