loader

რომელი სასკოლო ნივთების შეძენაა შესაძლებელი 100-ლარიანი ბიუჯეტით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი სასკოლო ნივთების შეძენაა შესაძლებელი 100-ლარიანი ბიუჯეტით?

ახლოვდება 15 სექტემბერი და სასკოლო სამზადისი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან პატარებიც, რომლებიც პირველად შეაღებენ სკოლის კარს და თინეიჯერებიც, რომლებსაც სკოლის დამთავრებამდე სულ რამდენიმე თვე რჩებათ, წინ კი ყველაზე დატვირთული წელი ელოდებათ. გიორგისთვისაც ბოლო სასწავლო წელი იწყება. ის 100-ლარიანი ბიუჯეტით ეწვია წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ და როგორც აღმოჩნდა, ამ ბიუჯეტით სკოლისთვის სრულად მომზადებაც შეძლო.