loader

"სილქნეტი" წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სილქნეტი" წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე


14 სექტემბერს წინანდლის ჭავჭავაძეების მამულში ახალი მუსიკალური სივრცე ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის, დირიჟორის, ზუბინ მეტას და ვირტუოზი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ერთობლივი კონცერტით გაიხსნება. მუსიკალური საღამოს პირდაპირ ტრანსლირებას „სილქ უნივერსალი“ უზრუნველყოფს.

სწორედ ამ ღონისძიებიდან იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალისთვის, რომელიც "სილქ როუდ ჯგუფისა“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტია. ეს იქნება მსოფლიოში პოპულარული ვერბიეს ფესტივალის ანალოგი, რომელიც 2019 წლიდან „წინანდლის ფესტივალის“ სახელწოდებით ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.