loader

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 24-30 სექტემბერს ჩატარდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 24-30 სექტემბერს ჩატარდება


წელს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 24-30 სექტემბერს გაიმართება. მტაცებელ ფრინველებზე დასაკვირვებლად რეგიონს უცხოელი ექსპერტები, მოხალისეები და ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრებიან. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ექსკურსიები, თემატური სემინარები და ვორქშოპები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებზე.

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში ბოლო წლებია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აჭარის ვიწრო საიმიგრაციო დერეფანში მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველის გადაფრენას რეგიონში ყოველწლიურად ასობით ადამიანი აკვირდება. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში მონაწილეობა უფასოა და მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში, საკონტაქტო ნომერზე +995 977 90 90 93/ +995 977 90 90 91 ან ელექტრონული ფოსტით agency@gobatumi.com. მონაწილეებისთვის ყოველდღიურად მოეწყობა გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების სხვადასხვა ადგილზე.