loader

ჩვენ უნდა შევქმნათ 21-ე საუკუნის ადვოკატთა ასოციაცია - დავით ლანჩავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ უნდა შევქმნათ 21-ე საუკუნის ადვოკატთა ასოციაცია - დავით ლანჩავა

ჩვენ უნდა შევქმნათ 21-ე საუკუნის ადვოკატთა ასოციაცია - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ საკუთარი პროგრამის გაცნობა ადვოკატებისთვის. ადვოკატი დავით ლანჩავა ორგანიზაციამ "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად წარადგინა.

როგორც დავით ლანჩავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, მისი სამოქმედო გეგმა სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება, კერძოდ, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ასოციაცია ყველასთვის და ასოციაციის ახალი პრიორიტეტები. დავით ლანჩავას თქმით, აღნიშნული ხედვა დაეხმარება ადვოკატთა ასოციაციას, რატა მოხდეს ადვოკატებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება.

დავით ლანჩავას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა მცხეთაში გაიმართა. წარდგენას ადვოკატები, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები და დავით ლანჩავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერშია ჩანიშნული.