loader

„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, "ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას", საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, "ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას", საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია. შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე. ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული. "თბილისის ზღვის პლაზას" გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ხანძარსაწინააღმდეგო რაზმი, რომელიც ზემოხსენებული სისტემების 24-საათიან გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. შენობის მეტი უსაფრთხოებისათვის "ჰუალინგ ჯგუფმა" თავად შექმნა წყალმომარაგების ორი არხი. პლაზის ორივე მხარეს განლაგებულია 15 ჰიდრანტის ჭა, საიდანაც მუდმივად ხდება წყლის მოწოდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია სახანძრო უსაფრთხოებისათვის. "ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა" პირველი მსხვილი საერთო-სავაჭრო ობიექტია, რომელიც აგებულია სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის 370-ე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ და მისი ნორმების სრული გათვალისწინებით.