loader

"ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა" 30 სექტემბერს იწყებს ოპერირებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა" 30 სექტემბერს იწყებს ოპერირებას

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ 30 სექტემბრის 15:00 საათიდან იწყებს ოპერირებას.

"თბილისის ზღვის პლაზის" ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია. შენობა საქართველოში ყველაზე თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არის აღჭურვილი. "პლაზის" მომხმარებელს დახვდება 400-მდე მაღაზია და ყველაზე კომფორტული გარემო შოპინგისათვის, სადაც „ერთი გაჩერების პრინციპით“ შეეძლება ყველა სასურველი ნივთის შეძენა.

სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით,როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთები და ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტომანქანის ნაწილები და სხვა. "თბილისის ზღვის პლაზაში" ასევე განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.