loader

"ბიზნეს სამართლის დღეები" ბათუმში - ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიზნეს სამართლის დღეები" ბათუმში - ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება

ბათუმში „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ კომერციული სამართლის კომიტეტისა და „თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, „ბიზნეს სამართლის დღეები“ მიმდინარეობს. ღონისძიებაზე ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა არის. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შეხვედრაზე საერთაშორისო საგადასახადო სამართლის, სახელმწიფო შესყიდვებთან და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. სპეციალური სესია დაეთმობა თემას: „აბრეშუმის გზა“ და ადვოკატის შესაძლებლობები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება და მონაწილეები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. ღონისძიება ბათუმში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოეწყობა.