loader

უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3-დან 6 თვემდე გაუგრძელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3-დან 6 თვემდე გაუგრძელდა

უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3-დან 6 თვემდე გაუგრძელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ის გარემოებები განმარტა, რაზეც გადაწყვეტილების მიღებისას გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მოსამართლის თქმით, პირი არის საკუთარ ქვეყანაში ძებნილი, რის გამოც მისი მიმალვის საფრთხე არსებობს. მისივე განცხადებით, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არსებითად ახალი გარემოება, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი. შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაიას საექსტრადიციო პატიმრობა ვადით 3-დან 6 თვემდე გაუხანგრძლივდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ გეგმავს.