loader

ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება

ველოფესტივალი Bike Fest-ი არის ქართული ველოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიება. წელს ფესტივალი დაარსებიდან უკვე მესამედ ტარდება და 15 ოქტომბერს, ტრადიციულად, ვაკის პარკში ეპატიჟება მონაწილეობის მსურველებსა და გულშემატკივრებს.

Bike Fest 2017 აერთიანებს შეჯიბრს ექსტრემალური ველოსპორტის სახეობა Downhill-სა და Cross Country-ში, ველოთამაშებს, სერვისის ე.წ. მასტერკლასს, ველოსიპედების გამოფენასა და სხვა გასართობ აქტივობებს. ფესტივალის უპირველესი მიზანია, ხელი შეუწყოს ველოკულტურის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ველორბოლა მოიცავს ორი კატეგორიის შეჯიბრს – Down Hill, სწრაფი დაშვება და Cross Country, სამთორბოლა. ორივე კატეგორიის შეჯიბრი გაიმართება კუს ტბის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ბილიკის შესახებ დეტალების ნახვა ფესტივალის Facebook-ის გვერდზეა შესაძლებელი. ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ბილიკის დაზიანება, წინასწარ შესწავლა და ა.შ.

ველოთამაშები – სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები ველომოყვარულებისათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულები და გამორჩეულად აქტიური მონაწილეები, ტრადიციულად, დაჯილდოვდებიან.​