loader

დავით ლანჩავამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია “ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები” წაიკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით ლანჩავამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია “ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები” წაიკითხა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ ლექცია წაიკითხა თემაზე "ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები" . დავით ლანჩავამ ადვოკატებსა და სტუდენტებს ახალ ინიციატივაზე: „ ერთი სარტყელი ერთი გზა“ მიაწოდა ინფორმაცია. მან ისაუბრა იმ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ადგილსა და მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს "აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში აქვს. ლექცია "ამბრელა სერვის ჯგუფის"( Legal Consulting Group Umbrella) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ჯგუფის ქართველი და უცხოელი წარმომადგენლობა ესწრებოდა.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.