loader

ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

”ქართული ღვინის ფესტივალი 2017” ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და ”მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით 15 ოქტომბერს შარდენის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელიც 12:00-და 19:00 საათამდე ღია იქნება სტუმრებისთვის, მცირე, საშუალო და დიდი მწარმოებლები საკუთარ ღვინოებს წარადგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, თაფლი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

”ქართული ღვინის ფესტივალი 2017” მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. აქ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს. ღვინის ისტორიის გაცნობა შესაძლებელი იქნება როგორც ღვინის დაგემოვნებით, ასევე წიგნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა ”პალიტრა L”, რომლის სტენდზეც მრავლად ნახავთ წიგნებს ღვინის შესახებ. აქვე იქნება კომპანია VR House, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ქართულ ტრადიციებში, ღვინის წარსულში გამოგზაურებთ. მოეწყობა ღვინის შადრევანიც, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
მრავალმხრივია ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც. ფესტივალს შემოუერთდა პანტომიმისა და დრამის მსახიობებისგან შემდგარი გუნდი Art Shok Company. მიმები იზრუნებენ, რომ სტუმრებს საუკეთესო განწყობა შეუქმნან და ”ქართული ღვინის ფესტივალი 2017” განსაკუთრებული გახადონ. მუსიკალურად კი ქართული ფოლკლორული ანსამბლები ”ჰერიოს კვარტეტი” და ”სამება” გააფორმებენ.

”ქართული ღვინის ფესტივალი 2017-ის” გენერალური სპონსორია ”ხალიკ ბანკი საქართველო”. ღონისძიების პარტნიორები არიან: ”საქართველოს სომელიეთა ასოციაცია”, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება „Welcome to Georgia“.