loader

"Silk სპორტის" პაკეტი Silk TV-ის მაყურებლებისათვის უფასო გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"Silk სპორტის" პაკეტი Silk TV-ის მაყურებლებისათვის უფასო გახდა

კიდევ ერთი საჩუქარი "სილქნეტისგან" - დღეიდან, "Silk სპორტის" სრული პაკეტი "სილქნეტის" ტელევიზიის ყველა მომხმარებელს უფასოდ გაუაქტიურდება. "სილქნეტის" სამ სპორტულ არხზე და "სეტანტას" ორ არხზე აბონენტები მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩემპიონატის ყურებას დამატებითი ღირებულების გარეშე შეძლებენ.



„ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა სპორტის მოყვარულებისათვის. "Silk სპორტის" პაკეტი უნიკალურია - ფეხბურთის, ჩოგბურთის, კალათბურთის და სპორტის სხვა სახეობების ყველა წამყვანი ჩემპიონატის ნახვა მხოლოდ "სილქ ტვ"-შია შესაძლებელი“, - განაცხადეს "სილქნეტში".



"სილქნეტის" სპორტულ არხებზე ("Silk სპორტი" HD 1, "Silk სპორტი" HD 2, "Silk სპორტი" HD 3 და "სილქ უნივერსალი") ინგლისის პრემიერ ლიგა და ესპანეთის ლა ლიგა ექსკლუზიურად შუქდება. Setanta Georgia და Setanta Georgia+ არხებზე იტალიის სერია A-ს და ბუნდესლიგის მატჩების და ფორმულა 1-ის რბოლების ყურებაა შესაძლებელი.

მომხმარებელი "Silk სპორტის" პაკეტით 3 თვით, 15 იანვრამდე, უფასოდ ისარგებლებს.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ https://goo.gl/xB7WLh