loader

ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა

"პალიტრა მედიის" ორგანიზებით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორქშოპი, სახელად "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში მოეწყო, ციფრული მარკეტინგის ახალ შესაძლებლობებზე, ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ პროგრამა Ad Ocean-ზე ისაუბრეს. პროგრამა ქართულ ბაზარზე "პალიტრა მედიას" შემოაქვს და ამიერიდან ონლაინ რეკლამა უფრო მარტივი, მოსახერხებელი და ეფექტური გახდება.

ციფრული მარკეტინგის წარმოების ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა Ad Ocean, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესებს სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოებასა და ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. ის არის რეკლამის განთავსების მოწინავე ინსტრუმენტი ვებსივრცეში. სწორედ ამ პროგრამას ნერგავს ქართულ სარეკლამო ბაზარზე "პალიტრა მედია."

სარეკლამო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციის Gemius გაყიდვების დირექტორმა მიშელ ვლოდარციკიმ პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ Ad Ocean მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობებს სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოებასა და ეფექტურობის ზრდაში ეხმარება. ვლოდარციკიმ პროგრამის საქართველოში დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრა და "პალიტრა მედიასთან" თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

Q banners-ის შეთავაზება არის სრულიად ახალი შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა თვითონ მართონ სარეკლამო ბანერები, იყვნენ უფრო მოქნილები, უფრო წარმატებულები და დაგეგმონ საკუთარი სარეკლამო კამპანიები უფრო სწრაფად. ქართული ბაზრისთვის ეს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა," - აღნიშნა პროექტ Q banners-ის ხელმძღვანელმა ლევან ტაბატაძემ.

ვორქშოფს 100-მდე ბიზნეს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც "ქებული კლიმატის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ზიზი ცხადაძემ განაცხადა, შეთავაზება მისთვის საინტერესო იყო და მისი საქართველოში დანერგვა კომაპნიებს ეფექტურად რეკლამირებაში დაეხმარება.

Ad Ocean ქართველი მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.