loader

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა საზოგადოების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა საზოგადოების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" უნდა იყოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რომელიც იქნება უძლიერესი თავისი დამოუკიდებლობით, თვითრეგულირებით და კომუნიკაციით საზოგადოებასთან - სწორედ ამიტომაც არის ჩვენი პრიორიტეტები გახსნილობა, ხელმისაწვდომობა და ხალხთან თანამშრომლობა, - ამის შესახებ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
დავით ლანჩავა სასტუმრო "მუზეუმში" სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის ექიმებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებს, იურისტებს და უნივერისტეტის პროფესორებს შეხვდა, სადაც დისკუსიის დროს, ადვოკატის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და მისი, როგორც კანდიდატის პროგრამა გააცნო.

კითხვა-პასუხის ფორმატის შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დისკუსიის მონაწილეებმა დავით ლანჩავას მხარდაჭერა აღუქვეს და წარმატებები უსურვეს "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელის არჩევნებში გამარჯვებისთვის.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.