loader

30 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“

30 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი, ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, "ჰუალინგ ჯგუფის" ხელმძღვანელობა და სხვა სტუმრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა საკუთარ სიტყვაში "ჰუალინგ ჯგუფის" ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კომპანიის როლს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.
პლაზაში პატარა სტუმრებისათვის გაიმართა გასართობი ღონისძიებები, ჩატარდა გრანდიოზული ორდღიანი ქეშბექ აქცია, რომლის 150 000–ლარიანი ბიუჯეტი ორ დღეში სრულად ამოიწურა.

"ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა" მომხმარებელს დღემდე სისტემატურად სთავაზობს წამახალისებელ ღონისძიებებს და გრანდიოზული ქეშბექ აქცია 4 და 5 ნოემბერსაც გაიმართება, 11:00 სთ-დან 20 სთ-მდე. მომხმარებელს საშუალება ექნება, დაიბრუნოს გარანტირებული თანხა 100 ლარამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ "ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზის" "ფეისბუქგვერდი": https://www.facebook.com/HualingTbilisiSeaPlaza/