loader

ექსკურსია "ნიკორას" ხორცის საწარმოში: როგორ მზადდება ხორცპროდუქტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკურსია "ნიკორას" ხორცის საწარმოში: როგორ მზადდება ხორცპროდუქტები

ძეხვი და სოსისი - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებულად არ უყვარს. მახსოვს, ბავშვობაში მშობლებს "სასოსისეში" მივყავდი ხოლმე. ეს პროდუქტები ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს იმ პერიოდიდან იწვევს. ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი პირველად, თუ როგორ მზადდებოდა ჩემი საყვარელი საკვები.

გემოვნება და ინტერესები წლების შემდეგაც არ შემცვლია. ახლაც ძველებურად მიყვარს სოსისი და ძეხვი. არც შიდა სამზარეულოს მიმართ ინტერესი გამნელებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჟურნალისტის პროფესიით მესარგებლა და საკუთარი თვალით მენახა, სად და როგორ მზადდება ყველასათვის საყვარელი ძეხვეული. ექსპერიმენტისთვის კი "ნიკორას" მივმართე. მათი ხელმძღვანელობისგან ექსპერიმენტზე თანხმობა მივიღე.

ადგილზე მისული ერთჯერად ხალათში, ქუდში, ბახილებსა და ხელთათმანებში გამომაწყვეს და ჩემი ტურიც აქ დაიწყო.