X
ბათუმის ახალი ვიდეორგოლი ნიაზ დიასამიძის სიმღერის თანხლებით
11:27 / 27-12-2017
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო. "ბათუმს" - ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია ნიაზ დიასამიძე.

„მუსიკაც და ტექსტიც, ვფიქრობ, ზუსტად გამოხატავს ბათუმის სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს. ვიდეორგოლის დანიშნულება შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ქალაქის სტუმრები ხედავდნენ ბათუმს ბათუმელებით. ქალაქი, უპირველეს ყოვლისა, არის ის ენერგეტიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. ასევე, საჭიროდ ჩავთვალეთ, პორტრეტებთან ერთად ვიდეორგოლს წარმოეჩინა ის ელემენტები, რომელთა ერთობლიობა ქმნის ბათუმს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017 წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. მათი ნაწილი ისეთი პოპულარული ტელეკომპანიების მაყურებელმა ნახა, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN-ია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით, ვიდეორგოლი გადაიღო სარეკლამო კომპანია „Look production“-მა.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო