loader

"თაბაშირის იუდას" პრემიერა 1-ელ ივნისს გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თაბაშირის იუდას" პრემიერა 1-ელ ივნისს გაიმართება

სპექტაკლის სიუჟეტი მოგვითხრობს გასული საუკუნის 30-იანი წლების ე.წ. წითელი ტერორის შესახებ. ლიბრეტო აგებულია „სიბლაგში“ გადასახლებული სკოლის მასწავლებლის „გულაგიდან“ გამოგზავნილ წერილებსა და იმ პერიოდის უნიკალურ საარქივო მასალებზე დაყრდნობით.

სპექტაკლის გამომსახველობითი მხარე იქნება სრულიად ახალი და ნოვატორული ქართული სასცენო ხელოვნებისათვის. გამოყენებული იქნება როგორც ჰოლოგრაფიული პროექცია, ასევე სხვა ვიზუალური და კინემატოგრაფიული ეფექტები, რაც სრულიად ახალი სიტყვაა თანამედროვე სცენოგრაფიაში.

მუსიკის ავტორი - ზაზა მარჯანიშვილი.

პროექტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - მარინა სალუქვაძე.

სპექტაკლის მუსიკალური და ვიზუალური ნაწილის უზრუნველყოფა (ხმის ჩამწერი სტუდია, მიქსი, მასტერინგი, მუსიკოსებით უზრუნველყოფა, 3 დე გრაფიკა, ანიმაცია, მონტაჟი, ჰოლოგრაფიული გამოსახულებების კომპიუტერული გრაფიკა) - კომპანია „TG Sound & Graphics“.