loader

"საუკეთესო სომელიე" - ჟურნალ "გემრიელიას" მორიგი პროექტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საუკეთესო სომელიე" - ჟურნალ "გემრიელიას" მორიგი პროექტი

ჟურნალ "გემრიელიას" პროექტ „საუკეთესო სომელიეს“ ბუტიკ-კაფე „wine and dine”-მა უმასპინძლა. სომელიე მირიან მაჭავარიანმა მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახის ღვინო წარუდგინა და თითოეული მათგანის ისტორიაც გააცნო. დეგუსტაციის კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კერხერის  "ტერასა ჯგუფის", "ნუქსის", "გეფასა" და "ზოდის" წარმომადგენლებმა. თითოეულ მათგანს, ბრმა დეგუსტაციისას, თვალებახვეულს უნდა გამოეცნო ღვინის ფერი, გემოვნური თვისებები და კერძთან შეხამება.

კონკურსანტების გემოვნება სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. ბრმა დეგუსტაციის კონკურსში, ჟიურის შეფასებით, ყველაზე მაღალი ქულა კომპანია "გეფას" წარმომადგენელმა მიიღო და გამარჯვებულიც ის გახდა.

Wine and Dine-მა ყველა მონაწილეს საჩუქრად სპეცჩამოსხმის ღვინო, ხოლო გამარჯვებულ ნინი ქინქლაძეს კი „წიგნი ქართული მეღვინეობის შესახებ“ გადასცა. გამარჯვებულმა "გემრიელიასგან" "პალიტრა ელის" „ღვინის დიდი ენციკლოპედია“ მიიღო. wine and dine-მა გამოავლინა კომპანიის რჩეული, რომელიც კომპანია "ტერასა ჯგუფის" წარმომადგენელი თამარ გაფრინდაშვილი გახდა.