loader

ტეხასში 1 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულებაზე სროლა მოხდა, დაიღუპა 4 და დაიჭრა 1 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტეხასში 1 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულებაზე სროლა მოხდა, დაიღუპა 4 და დაიჭრა 1 ადამიანი

ტეხასის შტატში, მცირეწლოვანი ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე სროლა მოხდა. დაიღუპა 4 და დაიჭრა 1 ადამიანი.

ინციდენტი ქალაქ კორპუს ქრისტიში, 1 წლის ბავშვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მოხდა.

სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, 20 წლის რონი როდრიგეს-უმცროსი, მის 37 წლის მამაზე, რონი როდრიგეს-უფროსზე კი ძებნაა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ მოკლულთაგან ერთი 62 წლის მამაკაცია, დანარჩენი სამი კი - მისი სრულწლოვანი შვილიშვილები. რაც შეეხება დაჭრილს, ის გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცის ვაჟია.