"ნამდვილი ტერაქტია... აღებენ ოთახებს და ხოცავენ ყველას, უამრავი გვამია..." - ქერჩის კოლეჯის დირექტორი
17:35 / 17-10-2018
"სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა. ის 22 წლის არის და მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ცხედარი მეორე სართულზე, ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს", - განაცხადა მან.
თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას, ამ ეტაპზე დაუდგენელია.
ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 50 ადამიანი.
ქერჩში მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე უწყებამ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა ვლადიმერ პუტინს.
ასევე დაგაინტერესებთ: ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქება მოხდა: დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავდა 50
ინტერნეტში ქერჩში მომხდარი თავდასხმის კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება
ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა