loader

ინტერნეტში ქერჩში მომხდარი თავდასხმის კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტში ქერჩში მომხდარი თავდასხმის კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 50 ადამიანი. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.

„ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 კი დაშავდა. მათი უმეტესობა მოზარდები არიან“, - განაცხადა მან.

ქერჩში მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე უწყებამ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა ვლადიმერ პუტინს.

ასევე იხილეთ: "ნამდვილი ტერაქტია... აღებენ ოთახებს და ხოცავენ ყველას, უამრავი გვამია..." - ქერჩის კოლეჯის დირექტორი

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქება მოხდა: დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავდა 50

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა