loader

"საქართველოში ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ განცხადებები შეშფოთებას იწვევს" - პუტინი ლუგარის ლაბორატორიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ განცხადებები შეშფოთებას იწვევს" - პუტინი ლუგარის ლაბორატორიაზე

საქართველოში ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ განცხადებები შეშფოთებას იწვევს. ამგვარი კვლევები ძალიან სახიფათოა, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"ვერ ვიტყვი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. მოვისმინე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს. თუ ეს ნამდვილად ხდება, ეს ძალიან სახიფათოა და გენეტიკის სფეროში უახლეს მიღწევებს უკავშირდება. საუბარია იმაზე, რომ მუშავდება რაღაც პრეპარატები, რომლებიც ადამიანზე შესაძლოა ზემოქმედებას ახდენდნენ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სოჭში "ვალდაის" კლუბის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.