loader

ესპანეთის პოლიციამ გემზე 1400 კგ "კოკაინი" აღმოაჩინა, დაკავებულ ეკიპაჟის წევრებს შორის, ერთი საქართველოს მოქალაქეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთის პოლიციამ გემზე 1400 კგ "კოკაინი" აღმოაჩინა, დაკავებულ ეკიპაჟის წევრებს შორის, ერთი საქართველოს მოქალაქეა

ესპანეთის პოლიციამ კანარის კუნძულებთან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ საბუქსირო გემზე 1400 კილოგრამი "კოკაინი" აღმოაჩინა და გემის ეკიპაჟის 10 წევრი, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

დაკავებულია თურქეთის 7 და საქართველოს, უკრაინისა და ბულგარეთის თითო მოქალაქე. პოლიციის ინფორმაციით, აკრძალული ტვირთი სპეციალურ სამალავში ინახებოდა.

"კოკაინი გემით სამხრეთ ამერიკიდან, თურქეთის გავლით ესპანეთში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მისი ტრანსპორტირება იგეგმებოდა", - აცხადებენ პოლიციაში.