loader

რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც Boeing 737-ის ჩამოვარდნის შედეგად 189 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც Boeing 737-ის ჩამოვარდნის შედეგად 189 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში, კუნძულ იავას მახლობლად ჩამოვარდნილი "ბოინგის" 10 მგზავრის ცხედარი მაშველებმა აღმოაჩინეს. ამის შესახებ სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად საიუგიმ განაცხადა.

"მყვინთავებმა წყლიდან 10 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. გარდა ამისა, მგზავრების სხეულის ნაწილები აღმოვაჩინეთ. უახლოეს დღეებში პოლიცია დნმ-ის ნიმუშების შედარებას დაიწყებს, რომლებიც ჩვენ მგზავრების ნათესავებისგან ავიღეთ", - განაცხადა სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ინდონეზიაში Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჯაკარტადან ქალაქ პანკალპინანგში მიფრინავდა, 189 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 13 წუთის შემდეგ გაქრა.