loader

იტალიაში გადაუღებელ წვიმას 9 ადამიანი ემსხვერპლა - ვენეციის 70% წყლის ქვეშ აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში გადაუღებელ წვიმას 9 ადამიანი ემსხვერპლა - ვენეციის 70% წყლის ქვეშ აღმოჩნდა

იტალიაში უამინდობის გამო 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სამოქალაქო თავდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების ეროვნული სამსახური იუწყება.

ტრენტინო-ალტო-ადიჯეს პროვინციაში 3 ადამიანი, ფროზინონეს პროვინციაში - 2, კამპანიაში, ვენეტოში, ლაციოში და ლიგურიაში კი თითო-თითო ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი მამაკაცი კალაბრიას პროვინციაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

28 ოქტომბრიდან უამინდობამ იტალიის რამდენიმე პროვინცია მოიცვა. ქვეყნის ჩრდილოეთში, ლიგურიაში, ლომბარდიაში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, ვენეტოში და ფრიული-ვენეცია-ჯულიას პროვინციებში მეტეოსაშიშროების უმაღლესი, "წითელი" დონე გამოცხადდა. ძლიერი წვიმა და ქარი იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილშიც ფიქსირდება.