loader

მაშველებმა ინდონეზიაში ჩამოვარდნილი Boeing 737-ის შავი ყუთი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველებმა ინდონეზიაში ჩამოვარდნილი Boeing 737-ის შავი ყუთი იპოვეს

ინდონეზიის ხელისუფლება ამერიკული კორპორაცია Boeing-სგან ამომწურავი ახსნა-განმარტების მიღებას აპირებს იმის თაობაზე, თუ რატომ განიცადა კატასტროფა ახალმა ლაინერმა Boeing 737 Max 8-მ.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა შავი ყუთი იპოვეს. ამის შესახებ სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით Detik News-ი წერს.

მედიის ცნობით, შავი ყუთი 32 კილომეტრის სიღრმეში წყალქვეშ იმ ადგილთან ახლოს იპოვეს, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ინდონეზიაში Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჯაკარტადან ქალაქ პანკალპინანგში მიფრინავდა, 189 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 13 წუთის შემდეგ გაქრა.