loader

ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას - მიხეილ სააკაშვილის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას - მიხეილ სააკაშვილის განცხადება

არანაირ საექსტრადაციო პროცედურების ქვეშ არ ვიმყოფები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას.

"თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, თითქოს მე ვიმყოფები საექსტრადიციო პროცედურის ქვეშ და თითქოს ჩემზე გამოგზავნილია ექსტრადაციის მოთხოვნა. როგორც ხედავთ, მე დავდივარ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და არანაირ საექსტრადაციო პროცედურების ქვეშ არ ვიმყოფები.

უფრო მეტიც, პოროშენკო ითხოვდა ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არანაირი გზით არ მომხდარიყო ჩემი შემოსვლა სამშობლოში. ასე რომ, მცდელობა, მოატყუონ ხალხი, აღარ გამოვა... ტყუილს მოკლე ფეხები აქვს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.



ასევე დაგაინტერესებთ: "ყველა ადამიანს მინდა მოვუხადო ბოდიში... ყველას გვმართებს თავშეკავება" - სააკაშვილი ჩუგოშვილის მისამართით გაკეთებულ მისსავე განცხადებაზე

სააკაშვილის ნებისმიერი ფორმატით გამოჩენა, ეს არ იქნება კოჰაბიტაცია, ეს იქნება ანგარიშსწორება, სისხლისღვრა - ლევან მამალაძე

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ორ წევრს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, რომელთაც უფრო მეტი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ვიდრე განმასხვავებელი - თინა ხიდაშელი

რა ისტერიკაში არიან, რისი ეშინიათ?!.. ტირიან ლამის... ჩამოვიდეს სააკაშვილი, ჩახედონ თვალებში და უთხრან ვინც არის... კაცები ხართ თუ ვინ ხართ?! - გია ხუხაშვილი

"მეორე ტურში, მიხეილ სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, იბრძოლებს მიხეილ სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი" - კომენტარები, რომლებიც პრეზიდენტის არჩევნებს მოჰყვა