loader

როგორია რამდენიმე დღის წინ გახსნილი სტამბოლის აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია რამდენიმე დღის წინ გახსნილი სტამბოლის აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია

რამდენიმე დღის წინ, საზეიმოდ გახსნილ სტამბოლის ახალ აეროპორტს, პირველ ეტაპზე, დიდი ტერმინალი ექნება. აეროპორტი წელიწადში 90 მილიონი მგზავრის გატარებას შეძლებს. სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება. ეს ყველაფერი კი აეროპორტს წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს. პირველი ფრენა კი 31 ოქტომბერს განხორციელდება.

მასში განთავსდება: რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით; 114 თვითმომსახურების ჯიხური; 51 თვითმომსახურების ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური; 228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი; 77 გასასვლელი; Duty Free-ს ზონა, რომელიც 55 ათას მ² ზე იქნება გადაჭიმული; 42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.

რაც შეეხება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტს, ის 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან მხოლოდ კერძო ავიარეისებს, ოფიციალურ ვიზიტებსა და თურქეთის საჰაერო ადმინისტრაციას მოემსახურება.